| |
კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემია -
საქართველოში ინტეგრაციული მედიცინის დამკვიდრების ინიციატორი
აცხადებს აბითურიენტთა მიღებას 2005-2006 სასწავლო წლისთვის შემდეგ სპეციალობებზე:
სამკურნალო საქმე - სახელმწიფო ლიცენზია № 01-17-08-136, 28.02.92
სტომატოლოგია – სახელმწიფო ლიცენზია № 01-17-08-1090. 03.08.92
აკადემიაში ისწავლება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა და სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებულ უმაღლესი სამედიცინო განათლების სრული კურსი, აგრეთვე მედიცინის ტრადიციული და ალტერნატიული მიმართულებების საფუძვლები.
აკადემიის კურსდამთავრებული, მკურნალი ექიმისა და სტომატოლოგის დიპლომთან ერთად იღებს აკუპუნქტურის სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელიც მას უფლებას აძლევს გამოიყენოს ეს მეთოდი მისთვის საექიმო სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში მომავალი პრაქტიკული საქმიანობის დროს.
|